გამოკვლევებიდან
პროექტის მთავარი იდეა:
2013-2014 სასწავლო წელს X კლასში სხვა სკოლებიდან გადმოვიდა საკმაოდ ბევრი ახალი მოსწავლე, რის გამოც მოხდა X კლასის გაყოფა. ამ ცვლილებამ წარმოშვა გარკვეული სირთულეები:
1) ახალ და ძველ
მოსწავლეებს შორის ურთიერთობის, შეგუებისა და კომუნიკაციის პრობლემები;
2) მოსწავლეთა მიერ საკუთარი შესაძლებლობებისა და
ცოდნის წარმოჩენის კომპლექსი.
ყოველივე ეს ჩემთვის,
როგორც ორივე
კლასის მათემატიკის მასწავლებლისთვის, საკმაოდ
ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა შემდგომი საგაკვეთილო პროცესების წარმართვისთვის.
გადავწყვიტე დამეგეგმა
და განმეხორციელებინა პროექტი,რომელიც დამეხმარებოდა ამ პრობლემების მოგვარებაში. ჩემი
გადაწყვეტილება გავაცანი ჩემს კოლეგებს.პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს დამრიგებლებმა:
მანანა ბეგაშვილმა და ნონა შენგელიამ. აგრეთვე ბიოლოგიის მასწავლებელმა-ნათია ციცნცაძემ
და გეოგრაფიის მასწავლებელმა-ვიქტორია ვიტმანმა.
პროექტის აქტუალობა:
პროექტის აქტუალობა:
§
პროექტი
ითვალისწინებდა თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის საჭიროებას, რაც უმნიშვნელოვანესია
მოსწავლეების შემდგომი განვითარებისთვის;
§
პროექტი
ითხოვდა ორგანიზებულობას და გუნდში შრომის განაწილებას, რასაც მოსწავლეებმა კარგად
გაართვეს თავი;
§
პროექტის
მიმდინარეობას დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს სხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.
პროექტის მიზნები:
- მოსწავლეთა შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარება და ცოდნის გაზიარება;
- თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა;
- ცოდნისა და ინტერესის გაღრმავება მათემატიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში;
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც უნდა შეიქმნას:
მოსწავლეებს დავავალე საფუძვლიანად შეესწავლათ 6 ცნობილი მათემატიკოსის მოღვაწეობა და გამოკვლევები;
§ დაემზადებინათ
კედლის გაზეთები;
§ მოეწყოთ
პრეზენტაციები;
§ მონაწილეობა
მიეღოთ ვიქტორინაში;
§ მოეწყოთ
საახალწლო კონცერტი.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: აღჭურვილობა: კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ფოტო აპარატი
საკანცელარიო ხარჯები: ქაღალდი, საშლელი, ფანქარი, მარკერი
სცენის მოსართავად საჭირო ბუშტები
პროექტის მსვლელობა:
პროექტის განხორციელება
დავიწყე 2013 წლის 16 ოქტომბერს. ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულმა პრობლემებმა უკვე სერიოზულად
იჩინეს თავი. როდესაც მოსწავლეებს გავაცანი ჩემი პროექტი და ვთხოვე ამ პროექტში მონაწილეობის
მიღება, ზოგიერთმა მოსწავლემ უარი განაცხადა, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ , ყველა
დიდი ინტერესითა და მონდომებით შეუდგა მუშაობას.პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებმა თვითონ შერჩიეს 6 ცნობილი მატემატიკოსი, ესენია: თალესი,
ვიეტი, დეკარტი, ევკლიდე, პითაგორა და დიოფანტე.
რენე დეკარტი
(1596-1650)მოსწავლეებმა მოიძიეს უამრავი საინტერესო მასალა რენე დეკარტის შესახებ.განიხილეს ამოცანები დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემის გამოყენებით და ჩემი დახმარებით შეისწავლეს ორი სიმრავლის დეკარტული ნამრავლი.
ევკლიდე ალექსანდრიელი
(ძვ. წ. 325—265)
ხშირად მოიაზრება, როგორც „გეომეტრიის მამა“. მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია „საწყისები“
მოსწავლეებმა დაასაბუთეს ამოცანები ევკლიდეს აქსიომების გამოყენებით და ევკლიდეს ალგორითმის გამოყენებით მრავალი საინტერესო მაგალითი ამოხსნეს.
ფრანსუა ვიეტი
(1549-1603)მოსწავლეებმა დაასაბუთეს ამოცანები ევკლიდეს აქსიომების გამოყენებით და ევკლიდეს ალგორითმის გამოყენებით მრავალი საინტერესო მაგალითი ამოხსნეს.
ფრანსუა ვიეტი
ფრანგი მათემატიკოსი, რომელმაც პირველმა გამოიყენა ასოები არა მარტო უცნობებისთვის, არამედ რიცხვებისთვისაც.მან შეიმუშავა მათემატიკის კანონი და განახორციელა ტრიგონომეტრიაში მრავლი მნიშვნელოვანი კვლევები.
მოსწავლეებმა ვიეტის თეორემის გამოყენებით განიხილეს ამოცანები და შეისწავლეს ვიეტის თეორემის ის ორიგინალური ვარიანტი, რომელიც ჩამოაყალიბა თვით ვიეტმა:
,,თუ B+D გამრავლებული A - A2 -ზე უდრის BD-ს,მაშინ A უდრის B-ს და D-ს."
დიოფანტე ალექსანდრიელი
(ძვ. წ. II საუკინე)
დიოფანტეს “ალგებრის მამას” უწოდებენ. იგი იყო პირველი მათემატიკოსი, რომელმაც სისტემატიურად დაიწყო უცნობი სიდიდეების სიმბოლოებით გამოსახვა.
მოსწავლეებმა განიხილეს დიოფანტური განტოლებები და ამოხსნეს ამოცანები დიოფანტური განტოლებების გამოყენებით.
პითაგორა
(ძვ. წ. 580-500)
ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახე. ყველაზე უკეთ ცნობილია “პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს. მან შეიმუშავა მათემატიკის ძირეული ტერმინები: რაოდენობა, წერტილი, ხაზი, ზედაპირი, კუთხე, სხეული.
მოსწავლეებმა განიხილეს პითაგორას თეორემის დამტკიცების მრავალი საინტერესო ხერხი და ამოხსნეს ამოცანები პითაგორას თეორემის გამოყენებით.
მოსწავლეებმა განიხილეს პითაგორას თეორემის დამტკიცების მრავალი საინტერესო ხერხი და ამოხსნეს ამოცანები პითაგორას თეორემის გამოყენებით.
თალეს მილეთელი
(ძვ. წ. 624-546)ბერძენი ფილოსოფოსი და შვიდ ბერძენთაგან ერთ-ერთი. მრავალი მეცნიერი მას ბერძნული ტრადიციის პირველ ფილოსოფოსად და ასევე მეცნიერების მამად მიიჩნევს.
მოსწავლეებმა ამოხსნეს მრავალი გეომეტრიული ამოცანა თალესის თეორემის გამოყენებით.
ერთ კვირას ვუთმობდით ერთ მათემატიკოსს, ვიხილავდით და ვმსჯელობდით
მათ გამოკვლევებსა და მიღწევებზე. 6 კვირის მანძილზე მოსწავლეები უკვე საკმარის მასალას
ფლობდნენ მათ შესახებ და მზად იყვნენ გამოეცათ კედლის გაზეთები.
თითოეულ კედლის
გაზეთზე მუშაობდა 5 მოსწავლე. დამზადდა 6 კედლის გაზეთი, ასე რომ, მათზე იმუშავა
30-მა მოსწავლემ. ჩემი თხოვნა იყო რომ საფუძვლიანად შეესწავლათ კედლის გაზეთზე ასახული
ინფორმაცია, რადგან ეს ცოდნა აუცილებლად გამოადგებოდათ ჩვენს მიერ უკვე დაგეგმილ ვიქტორინაზე. 6 კედლის გაზეთი დამზადდა ერთ კვირაში და შემდეგი 6 დღის განმავლობაში
ვაწყობდით პრეზენტაციებს.
წარმოგიდგენთ მოსწავლეების მიერ გამოცემულ კედლის გაზეთებს და იმ მოსწავლეების სიას, რომლებიც მათზე მუშაობდნენ:
პითაგორა
1.ანა ხუნდაძე
2.ნუცა ჩხეიძე
3.ნანა კორბესაშვილი
4.სერგეი მარკოსიანი
5.ავთანდილ მენაბდიშვილი
თალესი
1.ლიკა ყატაშვილი
2.ლიკა ბოჭორიშვილი
3.სალომე ონიანი
4.ანა ბოდოკია
5.თორნიკე მიქაბერიძე
2.ნუცა ჩხეიძე
3.ნანა კორბესაშვილი
4.სერგეი მარკოსიანი
5.ავთანდილ მენაბდიშვილი
თალესი
1.ლიკა ყატაშვილი
2.ლიკა ბოჭორიშვილი
3.სალომე ონიანი
4.ანა ბოდოკია
5.თორნიკე მიქაბერიძე
ევკლიდე
1. ანა ფოჩხუა
2. სალომე ბაჩილავა
3.კეკენაძე ივერი
4.ელენე გურამიშვილი
5.ლილე გურამიშვილი
დეკარტი
1. ანა აბზიანიძე
2.ელენე ყანდაშვილი
3.სალომე მაისურაძე
4.ანა გურგენიძე
5.საბა გუგუშვილი
დიოფანტე
1. ლიკა იბრაგიმოვი
2. თაკო ნატროშვილი
3. ნაილი ბახშიევი
4. ლუკა ტაბატაძე
5. ზურაბ მიქაბერიძე
ვიეტი
1.ბექა მაყაშვილი
2.ლიზი ბებიაშვილი
3. ნია ნატროშვილი
4. სოფო ზამბახიძე
5. სოფო გელაშვილი
შემდეგი ერთი კვირა
ვემზადებოდით ვიქტორინისთვის და საახალწლო კონცერტისთვის. იმისათვის რომ ვიქტორინა
უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო , მათემატიკის გარდა ჩავრთეთ ბიოლოგია
და გეოგრეფია.
ვიქტორინა:
გუნდი ,,ვიქტორია"
1. ანა აბზიანიძე
2. ნანა კორბესაშვილი
3. ანა ხუნდაძე
4.ანა ფოჩხუა
5. ავთანდილ მენაბდიშვილი
გუნდი ,,ლევანტე"
1. ლუკა ტაბატაძე
2. ლიკა ყატაშვილი
3. კატო შარაშენიძე
4.ანა ბოდოკია
5. ლიკა იბრაგიმოვი
გუნდი ,, ელეფსისი"
1. სალომე ბაჩილავა
2. ლიკა ბოჭორიშვილი
3. ანა გურგენიძე
4.ლიზი ბებიაშვილი
5. საბა გუგუშვილი
გუნდი ,, ტანდემი"
1.ივერი კეკენაძე
2. ნუცა ჩხეიძე
3. ელენე ყანდაშვილი
4. სალომე მაისურაძე
5. ბექა მაყაშვილი
ჟიურის წევრები:
1.ნინო გოგუაძე
2.ნათია ცინცაძე
3.ვიქტორია ვიტმანი
4.მანანა ბეგაშვილი
5.ნონა შენგელია
მოსწავლეების მიერ
შედგენილი საახალწლო კონცერტის გეგმა ასე გამოიყურება:
1.ჩვენს მიერ ორგანიზებულ
კონცერტს გახსნიან ლუკა ტაბატაძე და სალომე მაისურაძე. ისინი შეგვისრულებენ The Beatles - Yesterday
2.სალომე მაისურაძე,
კატო შარაშენიძე, ლუკა ტაბატაძე და ნაილი ბახშიევი შასრულებენ Uriah
heep-ის სიმღერას Lady in black.
3.სერგი
მარკოსიანი შეასრულებს რაველის ალბორადას.
4.ახლა კი სალომე
ბაჩილავა შეგვისრულებს ჯგუფ ,,ფრანის“ სიმღერას- მე და შენ;
5. პროკოფიევის სარკაზმები , უკრავს ივერი კეკენაძე.
6. სკერცო ტარანტელა.
ასრულებს კატო შარაშენიძე.
7.მღერის სალომე
ბაჩილავა. მგზავრების მთვარე.
8.
баркарола,чайковский. ასრულებენ ივერი კეკენაძე და ლუკა ტაბატაძე.
9. და ბოლოს, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ
შობა-ახალ წელს და გემშვიდობებით სიმღერით We are the world .უკრავს ლუკა ტაბატაძე,
მღერის ყველა.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი
მჭიდროდ იყო დაკავშირებული სასწავლო დისციპლინებთან და ასევე პროექტის დახმარებით მოხდა
რამოდენიმე საგნის ინტეგრირება;
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გოგუაძეხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninogoguadze1975@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ninogoguadze.blogspot.com